Saturday, 23 July 2011

როდის დაიბადა ილია ჭავჭავაძე?!

როდის დაიბადა ილია ჭავჭავაძე?!

 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ჩვეულებრივ ავღნიშნავთ 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) და 8 ნოებერს (ახ. სტ.). მაგრამ არასდროს არ გვახსენდება და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ არც იცის, რომ ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 20 იანვარს (ძვ. სტ.). ამის შესახებ ჩვენ მოგვეპოვება ცნობა. არსებობს „საეკლესიო წიგნი“, რომელშიც გაკეთებულია სააქტო ჩანაწერი ილია ჭავჭავაძის დაბადებისა და ნატლობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ინახება საქართელოს ეროვნულ არქივში (იხილეთ. სცსსა, ფ. 483, აღ. 6, ს. 301, ფ. 16). იანვრის ოცში, ამა სოფლის მცხოვრებელთა პორუჩიკს გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეს და სჯულიერსა ცოლსა მისსა მაგდანას ქრისტეფორეს ასულს დაებადათ ვაჟი ილია, სახლი განუნათლე და ნათლის ცემა სრულ ვჰყავ ამავე სოფლის იოანე ნათლის მცემლის შობის ეკლესიის მღვდელმან ბლაღოჩინმა დანიელ იოანეს ძემ ზურიევმან, ნათლის ღების დროს იყო ამავე ეკლესიასა შინა მოსე ივანეს ძე ფხოტიაშვილი, მირონმქმნელად იყო თელავის უეზდის სოფლის ქისტაურის მცხოვრებელი, გარდაცვალებულის თავადის გიორგი ერისთავის მეუღლე ნინო მალხაზის ასული”.
დოკუმენტში მოცემულ მშობლების სახელთა იდენტურობა დადასტურე­ბულია.
რას შეიძლება გამოეწვია ამგვარი ცდომილება ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღთან დაკავშირებით?
ჩემი მოკრძალებული აზრით, ილია ჭავჭავაძეს თავისი დაბადების თარიღი ზეპირი გადმოცემის მიხედვით უნდა სცოდნოდა. იგი ადრე დაობლდა, დედა რომ გარდაეცვალა ათი წლის იყო, მას შემდგომ ილიას მამიდა ზრდიდა, ხუთ წელში მას მამაც გარდაეცვალა და სავარაუდოა, რომ მისი დაბადების თარიღიც ილიას ადრე დაობლების გამო უნდა დაკარგულიყო. შესაძლებელია ისიც, რომ ილიას დაბადების თარიღისმისი რომელიმედის ან ძმის დაბადების თარიღში არეულიყო(როგორც ცნობილია ილიას ორი ძმა და ორი და ჰყავდა).
საეკლესიო ჩანაწერი რომ უფრო გვიანდელი იყოს, ვიდრე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღედ აღიარებული თარიღია, ვიფიქრებდით, რომ ეკლესიაში ჩანაწერის გაკეთება მოგვიანებით, მაგალითად მისი ნათლობის დროს მოხდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ილია ნოემბერში დაიბადა და საეკლესიო წიგნში ეს ამის შესახებ თითქმის ერთი წლით ადრე ჩაწერეს. ამდენად ჩანაწერის უზუსტობა, ჩვენი აზრით, გამორიცხულია და სასურველი იქნებოდა, რომ დიდი მამულიშვილის დაბადების დღე ზუსტად მაშინ აღგვენიშნა, როცა ეს მოხდა.

No comments:

Post a Comment